მმართველი გუნდის წევრების პროდუქტიულობა

ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრების პროდუქტიულობა, მათი მონდომება, ერთმანეთთან კოორდინაცია და თანმიმდევრულობა მოქმედებებში, დანარჩენი თანამშრომლებისა და მთლიანად ორგანიზაციის პროდუქტიულობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

თუ მმართველი გუნდის წევრებმა ზუსტად იციან კონკრეტულად რაზე არიან  პასუხისმგებლები თვითონ, კომპეტენციების სფეროებიც სწორად არის მათ შორის განაწილებული, მათი საქმიანობის შედეგები კი ადვილად იზომება და პერმანენტულად ფასდება, მაშინ ისინი მოტივირებულებიც არიან, ორგანიზებულებიც, ენერგიულებიც, მათდამი დაქვემდებარებულ სამსახურებსაც სწორ დავალებებს აძლევენ და ერთმანეთთანაც ბევრად ეფექტურად თანამშრომლობენ.

მაგრამ, თუ ტოპ მენეჯმენტის გუნდის წევრები თვითონ ვერ გარკვეულან თუ რა შედის კონკრეტულად მათი კომპეტენციის სფეროში, თვითონ არ აბარებენ არავის ანგარიშს თუ რას აკეთებენ და არ ფასდებიან შესრულებული სამუშაოს ხარისხის გამო, მაშინ მათი მოტივაციაც ბევრად ნაკლებია, მოქმედებებიც არაკოორდინირებული და არაორგანიზებული. სულ დაკავებულები კი არიან, არაფრისთვისაც არ სცალიათ, მაგრამ პროდუქტიულობით დიდად არ გამოირჩევიან და სხვების მოტივაციასა და შრომის ნაყოფიერებასაც მნიშვნელოვნად ამცირებენ.

სწორედ ამიტომ, თუ ორგანიზაციის და მისი თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდა გვინდა, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ პირველ რიგში მმართველი გუნდის წევრებს ჰქონდეთ მკაფიოდ და სწორად განსაზღვრული, თუ რა არის კონკრეტულად მათი პასუხისმგებლობა და მათი საქმიანობის შეფასების სქემაც ცხადი უნდა იყოს.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, მათ შორის “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” და “მართვის ახალი გეომეტრია”, რომელიც სულ მალე გამოვა და რომელიც დიდ ნაწილში სწორედ ორგანიზაციაში როლების სწორად განაწილების საკითხებს შეეხება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება