რაც არ უნდა მაგარი სისტემა ან სტრუქტურა ავაგოთ, კარგად ჩამოყალიბებული და გათავისებული კულტურის გარეშე, გრძელვადიან პერიოდში, ეს სისტემა განწირულია არაეფექტურად ფუნქციონირებისკენ.
არ არსებობს მუდმივი სტრუქტურები. ყველა სტრუქტურა დროებითია და გარემოში მომხდარი ცვლილებები მათ მცირე ან სრულ ცვლილებას ითხოვენ. ამისგან განსახვავებით ცალკეული ორგანიზაციის კულტურა უფრო სტატიკური მცნებაა, შეიძლება გაუძლოს ათეულობით წლებს და უფრო მხოლოდ მისი დახვეწა და განვითარების საჭიროება დგება, ვიდრე მათი შეცვლის.
კულტურის ფორმირებაზე დაუხარჯავი რესურსი, თანამშრომლებს სისტემის თავისებურად მორგებისკენ და გამოყენებისკენ უბიძგებს. ამ დროს შეიძლება გვეგონოს, რომ სისტემამ არ გაამართლა ან ჩვენს პრიორიტეტებს არ შეესაბამება. არადა, სინამდვილეში კულტურის კომპონენტი შეიძლება იყოს ის, რაც ამ დროს ყურადღების მიღმა გვრჩება.
“სინერჯი ჯგუფის წიგნებში” კულტურის ფორმირებაზე რამოდენიმე ღირებული სტატია მოიძებნება. თუ ამ კომპონენტის გაძლიერებას გადაწყვეტთ განსაკუთრებით ამ სტატიას გირჩევდით “ძლიერი კორპორატიული კულტურა სტაბილური, გრძელვადიანი შედეგების საწინდარია”.