უკუკავშირის ძალა

უკუკავშირს რადიკალურად შეუძლია გაზარდოს თანამშრომლის მოტივაცია, მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა, თუ ის სწორი შინაარსით, სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და სწორი ფორმით იქნება მიწოდებული.

ამისათვის მნიშვნელოვანია კარგი მომზადება უკუკავშირის მისაცემად, ის არ უნდა იყოს სპონტანური, კონკრეტული შემთხვევების შედეგად განპირობებული, რადგან იზრდება რისკი, რომ სუბიექტური და უსამართლო იქნება.

ღირებული უკუკავშირის მისაცემად საჭიროა:

  1. იმ ინფორმაციის განსაზღვრა, რაც საჭიროა თანამშრომლის შესაფასებლად.
  2. უწყვეტი არხების აწყობა, რითაც შესაძლებელი იქნება მუდმივად სწორი ინფორმაციის მიღება (ანგარიშგების ფორმები, უშუალო ხელმძღვანელები…).
  3. დაგროვებული ინფორმაციის ანალიზი, მთავარი საკითხების გამოყოფა – როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის.
  4. რეკომენდაციები  – რჩევები, რა შეიძლება გააკეთოს თანამშრომელმა შედეგების გაუმჯობესებისათვის.
  5. უკუკავშირის მიცემა ისეთი ფორმით, რომ არ იგრძნოს თანამშრომელმა თავი შეურაცხყოფილად. აქცენტების გაკეთება ძირითადად საქმეზე და არა პიროვნულ თვისებებზე.
  6. თანამშრომლის აზრის მოსმენა –  რას არ ეთანხმება და რატომ, რაიმე თუ სჭირდება საქმის უკეთ შესრულებისათვის.

და რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი, ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, როდის იღებს უკუკავშირს და რა პერიოდულობით.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ის დაგეხმარებათ გაზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა და მოტივაცია. წარმატებებს გისურვებთ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.99 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება