საქმიანობების დაგეგმვა რომ მნიშვნელოვანია, ამ მოსაზრებას, თითქმის ყველა ეთანხმება, თუმცა თუ საკუთარი დღის გეგმების გაკეთებას ხალისიანად მივუდგებით და ვინმეს, თუნდაც კოლეგას ან მეგობარს ვთხოვთ დღის ბოლოს გადახედოს თუ რამდენად კარგად შევასრულეთ ჩვენი შედგენილი გეგმა, ერთი შეხედვით, გეგმებისგან თავის არიდების მოტივიც გაგვიქრება, თუ კი ამას მივაღწიეთ მაშინ უფრო მეტის მოსწრებას უფრო ხალისიანად შევძლებთ.
- გავაკეთოთ დღის ხალისიანი გეგმა, მნიშვნელოვან მოქმედებებთან ერთად ჩამოვწეროთ ისეთი მოქმედებები, როგორიცაა – სადილის შემდეგ ნაყინის დაგემოვნება, საქმიანი ზარის დათქმულ დროზე განხორციელება აივნიდან და ა.შ. რაც უფრო კრეატიულები ვიქნებით ასეთ დროს, უფრო ხალისით გავაკეთებთ გეგმებს, შეიძლება 10–15 წუთი დაგეხარჯოთ, თუმცა ამისთვის დახარჯულ დროს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ამ დროის სხვა რამეზე გამოყენება.
- ვთხოვოთ ვინმეს, რომ დღის ბოლოს ან გეგმის შესრულების პარალელურად ჩაიხედოს ჩვენს გეგმაში, შევეცადოთ დავარწმუნოთ, რომ ჩამოწერილი მოქმედებები ნამდვილად შეასრულეთ და ბოლოს თხოვეთ ხელი მოგიწეროს , დაგიდასტუროს ან რაიმე ბალით შეგიფასოს დღიური გეგმის შესრულება.
ამასთან, ეცადეთ ამ ყველაფერმა იუმორით და ხალისით ჩაიაროს, რომ მეორე დღეს იგივეს გაკეთება არ დაგვეზაროს.
თუ თქვენი „კონტროლიორიც“ მოგბაძავთ და პარალელურად დაიწყებთ დღის დაგეგმვას, უფრო სახალისო პროცესი გახდება თქვენთვის ამგვარი დაგეგმვა და კონტროლი.
ცდად ნამდვილად ღირს. შეიძლება ასეთი მიდგომა არამხოლოდ დღიური გეგმებისთვის, არამედ კვირის და თვის გეგმების შედგენისთვისაც გამოვიყენოთ.
გისურვებთ წარმატებებს!