რაპორტინგის სისტემის სასარგებლოდ

სამი ყველაზე მთავარი სარგებელი შეიძლება გამოვყოთ, რაც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხრიდან წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშების მომზადებას მოაქვს და რის გამოც, თუ ის დღეს არ აქვთ, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ სისტემის შემოღებაზე:

  1. ის აძლევს მენეჯმენტს ინფორმაციას მოცემული პერიოდის განმავლობაში რით იყო დაკავებული კონკრეტული სამსახური, დეპარტამენტი, თუ კოლეგიალური ორგანო – რა საკითხებზე მუშაობდა, რა გადაწყვეტილებები მიიღო, რა შედეგები მოუტანა მათმა მუშაობამ კომპანიას (რაოდენობრივი/ფინანსური მაჩვენებლები);
  2. ეხმარება თვითონ ამ სტრუქტურის თანამშრომლებს უფრო კოორდინირებულად, ორგანიზებულად და მიზანდასახულად იმუშავონ;
  3. არ ტოვებს შეუმჩნეველს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის თავდაუზოგავ შრომას, დაუნახავი არავის ნაღვაწი არ რჩება.

ამ სისტემის ასაწყობად მნიშვნელოვანია, ანგარიშის ფორმა იყოს მარტივი, ძალიან კონკრეტული და შეფასებადი, მაქსიმალურად, სადაც არის შესაძლებელი, რაოდენობრივი შეფასებებით დატვირთული. ანგარიშის ველები სასურველია სტრუქტურული ერთეულის სამუშაო აღწერილობიდან ან დებულებიდან იყოს ამოღებული. ამ სისტემის მხარდასაჭერად ასევე აუცილებელია, ყველა ანგარიშის განხილვა და შეფასება ხდებოდეს.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა ყოველდღიურად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება