სწავლებადი ორგანიზაცია

უწოდებენ ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრების სწავლებაზე და მუდმივად ახდენს საკუთარი თავის ტრანსფორმაციას.

ეს არის თანამედროვე ორგანიზაციის სახე, რომელიც მუდმივად რჩება კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოში. ასეთი ორგანიზაციის ხუთი მთავარი მახასიათებელია:

1. სისტემური აზროვნება – არის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზაციის ეფექტიანობა როგორც მთლიანად, ასევე სხვადასხვა კომპონენტების კუთხით. აუცილებელია, შეფასების მაჩვენებლები და მახასიათებლები იყოს რაც შეიძლება სრული.

2. პირადი ოსტატობა – გულისხმობს  თითოეული თანამშრომლის სიყვარულს სწავლების პროცესისადმი. ორგანიზაციაში უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმშემწყობი გარემო, რომ ნებისმიერმა თანამშრომელმა შეძლოს ყოველდღიურად ცოდნის ამაღლება. პერიოდული კურსები და თრეინინგები ამისათვის არ არის საკმარისი.

3. კულტურა – დამკვიდრებული წესები, ჩვეულებები მაქსიმალურად ხელს უწყობდეს სწავლებას და განვითარებას, არ უნდა მოდიოდეს კონფლიქტში მასთან. ამისათვის აუცილებელია ყველა ხელისშემშლელი ჩვევის მიგნება და აღმოფხვრა.

4. საერთო ხედვა – რომელიც გააერთიანებს თანამშრომლებს ერთიანი მიზნისთვის და გაუჩენს მოტივაციას სწავლებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო მიზნები ისახება ინდივიდუალური თანამშრომლების მიერ და არა ზემოდან, როგორც ტრადიციულად ხდება. ამიტომ მსგავს ორგანიზაციებს უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურა გააჩნიათ.

5. გუნდური სწავლება – ინდივიდუალური განვითარების გაერთიანება ხდება გუნდური სწავლებით, რაც საშუალებას იძლევა გაცილებით სწრაფად გაიზარდოს ცოდნის ბაზა. ამისათვის აუცილებელია საზღვრების მოშორება სტრუქტურებში და მეტი გახსნილობა.  ასევე სტრუქტურა უნდა აქეზებდეს მეტ დიალოგს, დისკუსიებს და კომუნიკაციას. ასეთი ორგანიზაციის სტრუქტურები უზრუნველყოფენ ცოდნის შეძენას, გავრცელებასა და დანერგვას.

ასეთი ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ და პოულობენ ახალ მიგნებებს პროცედურებში, გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში და აქტიურად ნერგავენ, რაც განაპირობებს ორგანიზაციის მუდმივ განვითარებასა და წარმატებებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება