თუ გსურთ, ყოველდღიურად ეცნობოდეთ სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან ორგანიზებულობა გაკლიათ, გთავაზობთ, იპოვეთ თქვენს გარშემო ადამიანები (2-3), რომელთაც მსგავსი ინტერესის სფერო აქვთ. შეკარით გუნდი და მიეცით პირობა ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად (დღეში ერთხელ), ერთმანეთს იმეილზე ერთ საინტერესო “ლინკს” გაუზიარებთ. ეს შეიძლება იყოს სტატია, ვიდეო, კომენტარი, თემა ფორუმზე, შეიძლება სიმღერა იყოს, ან სულაც სურათი.
თვის ბოლოს კენჭისყრით გამოავლინეთ გუნდის ერთი წევრი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ღირებულ “ლინკებს” გზავნიდა და კიდევ ერთი წევრი, რომელიც ყველაზე ხშირად იძლეოდა უკუკავშირს გამოგზავნილ ლინკებზე. მათ გაუკეთეთ სიურპრიზი და წახაალისეთ, რომ ასე განაგრძონ და ასევე მოიქეცით თავადაც, რომ თქვენც მოინდომოთ და მეორე თვის ბოლოს პრიზის მფლობელები თქვენც გახდეთ.
ამგვარად ყოველდღიურად შეძლებთ საინტერესო და, რაც მთავარია, კარგად გაფილტრული ინფორმაციის მიღებას თქვენი ინტერესის სფეროდან, თქვენს ახლობლებსაც ჩართავთ ამ სასარგებლო საქმეში და გაიხალისებთ ცხოვრებას.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები, ისარგებლეთ იმ რჩევებით და მიგნებებით, რაც მათშია მოცემული და ყოველდღიურად გაზარდეთ საქმიანობის ეფექტიანობა.