სამი რამ ხდის ადამიანებს სამსახურში მოტივირებულებს ყველაზე მეტად: ცხადი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან გადაწყვეტილების მიღების უფლების სრულად დელეგირება მასზე, საკმარისი ყურადღება და მხარდაჭერა ხელმძღვანელებისაგან. თუ სამივე პირობა სრულდება ადამიანები ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
სწორად გაკეთებული ორგანიზაციული სტრუქტურა ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ამ სამივე პირობის შესასრულებლად. რამდენადაც სწორედ სტრუქტურა განსაზღვრავს თანამშრომლებს შორის ამოცანებზე პასუხისმგებლობის და გადაწყვეტილებებზე უფლებამოსილებების განაწილების სქემას, სტრუქტურის კოლეგიალური ორგანოები კი უზრუნველყოფენ როგორც თანამშრომლების სათანადო ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისე მათთან მენეჯმენტის გამართულ კომუნიკაციას.
სწორედ ამიტომ, როდესაც გვინდა, რომ თანამშრომლებში მეტი მონდომება გავაჩინოთ, მათი მხრიდან მეტი ინიციატივები დავასტიმულიროთ და მათი შესაძლებლობების გამოყენებაც უკეთ შევძლოთ, სანამ მოტივაციების სისტემებზე დავიწყებთ ფიქრს ან მენეჯმენტის კორპუსში ცვლილებებს გადავწყვეტთ, პირველ რიგში სწორედ ორგანიზაციული სტრუქტურის სათანადოდ განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და (მალე) წიგნაკებიც მეტი წარმატებისთვის” (2 990 771). იანვარში მეექვსე წიგნი გამოვა, რომელსაც სავარაუდოდ “ორგანიზაციული პერპეტუმობილე” ერქმევა და რომელიც ძირითადად სწორედ ორგანიზაციულ სტრუქტურას მიეძღვნება და სადაც ბევრი საინტერესო მოსაზრება იქნება იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სტრუქტურის განვითარება.
სოფო
on Dec 15th, 2012
@ 14:10:
მითხარით, მოტივაცია როგორ უნდა ავიმაღლო ან ორგანაზიაცია წარმატებული როგორ უნდა იყოს, როცა ხელმძღვანელს მხოლოდ მოთხოვნები აქვს, ხელფასების გაცემა კი არ სურს და როცა გასცემს, მაშინაც არაადეკვატურია და თავს დამცირებულადაც კი ვგრძნობ. ალბათ იკითხავთ, რა გაჩერებს მასეთ ორგანიზაციაშიო? – უსამსახურობა. აქ პროფესიონალიზმი (ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქალაქში) არავის შველის სამსახურის დასაწყებად ანუ უნდა გყავდეს ან ფულიანი მამიკო, ან კიდევ კეთილი ბიძია, სიტყვა რომ წაგაშველოს. თუ არც ერთი გყავს, თან მგლის თვისებებიც არ გაქვს, მაშინ ტრეფიფინგი გარანტირებულია.
ასეთი სიტუაციიდან გამოსავალიც იცით?
გმადლობთ.