შრომის სიყვარული

როგორც ერთ ღამეში ნასწავლი უმაღლეს შედეგს არ იძლევა გამოცდაზე, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია. იგი ძალისხმევის სწორად განაწილებას და მუდმივ თავდადებას გულისხმობს.

ის, რაც ჩვენს წარმატებასა და სარგებლიანობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი შრომისმოყვარეობის უნარია. რაც უფრო თანმიმდევრული და სტაბილურია ჩვენი ძალისხმევა, რაც უფრო უწყვეტია ჩვენი მონდომება, რაც უფრო გონივრულად დაგეგმილია ჩვენი შრომა, მით უფრო დიდია წარმატება და სარგებელი, რაც ჩვენი თავისთვის და სხვებისთვის მოგვაქვს. ამ დროს, რატომღაც, იღბლიანობის შემთხვევებიც მატულობს და ჩვენი მზადყოფნაც უფრო დიდია – დავინახოთ შესაძლებლობები ჩვენს გარშემო და დროულად გამოვიყენოთ ისინი.

თავდაუზოგავ შრომისმოყვარეობას ეფექტი არ ექნება, თუ ძალების აღდგენისთვის საჭირო დროს არ გამოვყოფთ. ამიტომაც შრომის სიყვარული სულაც არ გამორიცხავს დასვენებას, პირიქით, ყველაზე შრომისმოყვარეებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ დროული განტვირთვის ფასი.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და (მალე) წიგნაკებიც მეტი წარმატებისთვის” (2 990 771), იქ წარმატების მიღწევის გადამწყვეტ ფაქტორებზე საინტერესო მოსაზრებები შეგხვდებათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება