ორგანიზაციული სტრუქტურა ყველაზე არსებით გავლენას ახდენს ინსტიტუციონალურ დონეზე კომპეტენციის დაგროვების ტემპებზე და მიმართულებაზე. ის, თუ რა სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ დღეს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რა და რამდენად კარგად გვეცოდინება რამდენიმე წლის შემდეგ.
როდესაც რაღაც ახალ სამსახურს ვქმნით, თუ ამას სწორად ვაკეთებთ, ამით ორგანიზაციაში ავტომატურად ვიწყებთ კომპეტენციების დაგროვებას რომელიღაც კონკრეტული მიმართულებით. თუ ვქმნით საპროდუქტო ქვედანაყოფს, იმ პროდუქტის მიმართულებით სწავლის პროცესიც მყისიერად ჩქარდება. თუ ვქმნით ბაზრის რომელიმე სეგმენტზე ორიენტირებულ სამსახურს, ამით, ამ კონკრეტული სეგმენტის საჭიროებების და თავისებურებების დაჩქარებულ შესწავლას ვიწყებთ. თუ ვქმით ახალ ანალიტიკურ რგოლს ავტომატურად, უფრო სწრაფი ტემპებით, ანალიზის მეთოდების, მიდგომების და ტექნოლოგიების ათვისებას ვუწყობთ ხელს.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებებისას, როდესაც ახალ ორგანიზაციულ დიზაინს ვაკეთებთ, სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მიმართულებით გვინდა დავაგროვოთ განსაკუთრებული, გამორჩეული კომპეტენციები, რა გვინდა კონკურენტებზე უკეთ ვიცოდეთ და სტრუქტურული ცვლილებებიც, ამის შესაბამისადაც უნდა დავგეგმოთ.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები მეტი წარმატებისთვის”. ეს დაგეხმარებათ ბევრად ახლოს გაიცნოთ ორგანიზაციული სტრუქტურების სპეციფიკა და წარმატებაში მისი მნიშვნელობაც ბევრად უფრო მეტად დააფასოთ.