მოვამზადოთ გუნდი ორგანიზაციული ცვლილებებისათვის

ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებებისას შეიძლება გუნდს ახალი ფუნქციები დაეკისროს, ან სრულიად ახალი გუნდი ჩამოყალიბდეს სხვადასხვა პოზიციებისგან. მათ ისეთი საქმიანობა დაევალება, რაზეც მანამდე არ უმუშავიათ. იმის მაგივრად, რომ გუნდი შევატოვოთ გამოწვევას და ველოდოთ, როდის მოერგება ახალ ამოცანებს, უმჯობესი და გაცილებით ეფექტურია, მოვამზადოთ ის, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამართული ფუნქციონირება.

ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მენეჯმენტმა უნდა დაიწყოს გუნდის საჭიროებების კვლევა – სად სჭირდებათ დახმარება, რის ნაკლებობას განიცდიან გუნდის წევრები შემდეგი ხუთი მიმართულებიდან:

  1. ცოდნა – რა უნდა იცოდნენ და რა იციან საქმის კარგად შესასრულებლად.
  2. ინფორმაცია – რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ორგანიზაციაზე, კლიენტებზე, პროდუქტებზე და სხვა საკითხებზე.
  3. უნარები – რა უნარებია საჭირო დავალებების კარგად შესასრულებლად.
  4. რესურსები – რა რესურსები არის საჭირო გუნდის გასავითარებლად.
  5. მხარდაჭერა – რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება გუნდს, რათა ეფექტურად იმოქმედოს.

ამ ყველაფრის გამოვლენის შემდეგ გაცილებით მარტივია, შეაფასო, სად სჭირდება გუნდს ყველაზე მეტი დახმარება, დაგეგმო ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს თრეინინგები, შიდა ინფორმაციის მიწოდება, ორგანიზაციული შეკრებები, კომპიუტერული, ინფორმაციული მხარდაჭერა თუ სხვა საჭირო რამ. ამას თავად გუნდის წევრები მარტივად განსაზღვრავენ. დაგეგმილის შესასრულებლად ასევე მნიშვნელოვანია, გუნდის წევრთაგან რომელიმეს დაევალოს აღსრულების მონიტორინგი და პერიოდული რაპორტინგი ცვლილებების დანერგვასთან დაკავშირებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება