მუშაობის ეტიკეტი

მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად, ჩვენთვის,  მუშაობის ეტიკეტი რომ შეგვემუშავებინა, ძალიან დავეხმარებოდით ჩვენს თავს და იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ. მუშაობის სწორ ეტიკეტს შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ არა მარტო ვაკეთოთ ჩვენი საქმე, არამედ მუდმივად, ძალიან კარგად ვაკეთოთ ის. ამისთვის რამდენიმე მარტივ და განხორციელებად მაგალითს შემოგთავაზებთ:

1. სამუშაო დღე მომდევნო დღის დაგეგმვით დავამთავროთ – ბევრს მიაჩნია, რომ დღე გეგმებით და მიზნებით უნდა დავიწყოთ. ასეც კარგია, მაგრამ ყოველი დღის ბოლოს თუ შევძლებდით ჩვენთვის ფურცელზე ყველა ის მნიშვნელოვანი საქმე ჩამოგვწერა, რაც მეორე დღეს უნდა გავაკეთოთ, ვფიქრობთ, დილიდან მობილიზებული დავიწყებდით მუშაობას.

2. როცა საქმეს ვაკეთებთ, ვაკეთოთ მხოლოდ ის – ყოველი საქმის დაწყების წინ, განსაკუთრებით ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას, ნორმად რომ გაგვეხადა, “გამოგვეთიშა” ყველაფერი, რამაც შეიძლება ფიქრისას ხელი შეგვიშალოს, უფრო ნაკლებ დროს მოვუნდებით მისი მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას, ვიდრე მაშინ, როცა თავს 2-3 წუთიანი ხშირი შესვენებებით ვინებივრებთ.

3. ვიყოთ პროაქტიურები დაუღალავად – პროაქტიურობა  სხვა არაფერია თუ არა ინიციატივიანობა საქმეში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, სხვების დასახმარებლად მუდმივი მზადყოფნა. ეს ყველაფერი კი ისევე სწავლებადია, როგორც მაგალითად ველოსიპედის ტარება და ისეთივე გამოსადეგი, როგორც უცხო ენის ცოდნა უცნობ ქალაქში მოხვედრისას.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები (2 990 771), იქ მუშაობის და ზოგადად მართვის ეტიკეტებზე ბევრი საინტერესო რეკომენდაცია შეგხვდებათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება