ადამიანები თუ სტრუქტურა

ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე მუშაობისას ხშირად ისმის კითხვა – რა უფრო მნიშვნელოვანია სტრუქტურა თუ ადამიანები, ვინც ამ სტრუქტურაში მუშაობენ? რას აქვს უფრო დიდი გავლენა შედეგზე, იმას, თუ როგორი თანამშრომლები გვყავს, თუ იმას – როგორ არიან ისინი ორგანიზებული? ეს თითქმის იგივეა, რომ ვიკითხოთ მძღოლი უფრო მნიშვნელოვანია თუ მანქანა რომელსაც ის მართავს…

ცუდი მძღოლი კარგი ავტომანქანის საჭესთან საშიშია. ის მანქანას, სავარაუდოდ, დაამტვრევს და სხვებსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. თუმცა როგორი კარგიც არ უნდა იყოს მძღოლი, ვერაფერს მიაღწევს, მანქანა თუ მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება.

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ სტრუქტურაში მუშაობენ. ისინი თავის როლს სტრუქტურის გარეშეც პოულობენ და ფორმალური ძალაუფლების გარეშეც ახერხებენ მოიპოვონ რეალური ძალაუფლება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან და მათი რაოდენობა, თითქმის არც ერთ ორგანიზაციაში, შტატის 2-3%–ს არ აღემატება.

არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც აგრეთვე არანაირი მნიშვნელობა აქვს რა სტრუქტურაში უწევთ მუშაობა. მაინც ახერხებენ, მხოლოდ იმდენი იმუშაონ, რომ სამსახური არ დაკარგონ. ასეთების რაოდენობა ორგანიზაციების უმეტესობაში თანამშრომლების 5-10% ია.

ყველა დანარჩენისთვის კი, იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების არსებითი ნაწილი გამოიყენოს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რამდენად რეალურ და კონკრეტულ მიზანს უსახავენ, რამდენად ცხადია და თავსებადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა, რამდენად შეესაბამება მისთვის მინიჭებული ფორმალური ძალაუფლება მის წინაშე დასმულ ამოცანებს.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები მეტი წარმატებისთვის” და გაიადვილეთ წარმატება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება