ვინ არიან თქვენი კლიენტები

თუ გაიცნობთ თქვენს კლიენტებს, გეცოდინებათ,რით განსხვავდებიან, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, გაიგებთ მათზე ბევრ მნიშვნელოვან დეტალს, თქვენი პროდუქტები და მომსახურებაც კლიენტზე გაცილებით მორგებული  იქნება და გაყიდვების არხებიც მეტად ეფექტური.

კლიენტებზე სხვადასხვა ინფორმაცია  არამხოლოდ პროდუქტების დახვეწაში დაგეხმარებათ, არამედ სწორი ლოიალობის პროგრამების, მათი კმაყოფილების გაზრდის იდეების მოფიქრებაში. თქვენ შეძლებთ, ყოველი გადაწყვეტილება კლიენტის მხრიდან აწონოთ, ასევე, უფრო მარტივად შეძლებთ, გაახაროთ, ასიამოვნოთ კლიენტი სხვადასხვა აქციებით, წახალისებებით.

არადა, ეს არცთუ ისე რთული ამოცანაა, ამისათვის მთავარია სამი რამ:

  1. კლიენტებზე საჭირო ინფორმაციის  განსაზღვრა – რა ინფორმაცია გვჭირდება, რათა ვიცოდეთ, რა დაგვეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
  2. ამ ინფორმაციის მოპოვების არხების, გზების დამუშავება – საიდან ვიღებთ განსაზღვრულ მონაცემებს – უშუალოდ კლიენტისგან თუ დამატებითი არხებიდან.
  3. შესაბამისი პირების მოტივაცია და ხელშეწყობა – მოიპოვონ ეს ინფორმაცია.

თუ რეალურ პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავთ ამ ამოცანებზე და შეუქმნით მოტივაციას, ძალიან მალე გექნებათ ღირებული ბაზა კლიენტებზე.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, რომლებიც დაგეხმარებათ  კლიენტებთან ურთიერთობებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში წარმატების მიღწევაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება