თავისუფლება ჩარჩოში

ორგანიზაციაში ჭკვიანურად დანერგილი მუშაობის სტანდარტები,  ჯანსაღი წესები,მის თანამშრომლებს ხელს უწყობს უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნონ თავი და თავიანთი საქმიანობა უფრო შედეგიანი გახადონ.

ორგანიზაციაში მუშაობის სტანდარტები თუ არ არსებობს, ან არსებობს მაგრამ მას არავინ იცავს, როდესაც საქმიანობის წესები/რეგულაციები ბუნდოვანია, ეს ძალაუნებურად ხელს უწყობს თანამშრომლების არაჯანსაღ თავისუფლებას ყოველდღიურ მოქმედებებში. შეიძლება გაგვიმართლოს და ცალკეული თანამშრომლების შემთხვევაში “ჩარჩოს” არარსებობამ საქმიანობის ხარისხი არ გაგვიფუჭოს, თუმცა ეს უფრო მათი პროფესიონალიზმის დამსახურება იქნება, ვიდრე ორგანიზაციაში არსებული უკიდეგანო თავისუფლება. უმეტეს შემთხვევაშიი ასეთი მოცემულობა ხარისხის შენარჩუნებას გაგვირთულებს და კომპეტენციების დაგროვებას არასისტემურს გახდის.

ჩარჩოების არსებობა და მათი დაცვის კონტროლი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით თანამშრომლების შემოქმედობითობას ხელს შევუშლით და არაკომფორტულ გარემოში ვამყოფებთ. პირიქით, სწორმა რეგულაციებმა მათ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მისცეთ, თავიანთი უნარები და შესაძლებლობები უკეთ დაინახონ კონკრეტულ მოცემულობაში, შეინარჩუნონ სტანდარტი და ამ სტანდარტის ფარგლებში იმოქმედონ თავისუფლად.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნაკები უკვე “საბა”-ზეც“. მალე აქაც უკვე სრული ასორტიმენტით ვიქნებით წარმოდგენილნი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება