როგორ შეიძლება წარმატებით შეცვალონ ლიფტების მომსახურე კომპანიებმა მათი საქმიანობის მოდელი?

ამჟამად ბევრი უკმაყოფილოა კორპუსებში ლიფტებით მომსახურების გადახდის სქემებით – მეზობლებში ფიქსირებული თანხის აგროვებით,  ან ლიფტში დამონტაჯებულ აპარატში 5-10 თეთრიანების ჩაყრით. ამიტომ , ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ  ლიფტების მომსახურე კომპანიები ზემოთ ხსენებულ აპარატებს კორპუსის მაცხოვრებლებს მართვაში გადასცემენ.
მოსახლეობას შეეძლება თვითონ გახსნას ყუთი, ლიფტების კომპანიას კი მომსახურებაში გარკვეული ფიქსირებული თანხა ყოველთვიურად გადაუხადოს. დარჩენილი თანხა კი შეეძლება გამოიყენოს სურვილისამებრ, მაგ., მოახმაროს სადარბაზოს შეკეთებას და ა.შ..

ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა უფრო მეტად გაუფრთხილდება აპარატებს, დიდი სიხარულით გახსნის ყუთს ყოველი თვის ბოლოს.კომპანია, რომელიც ამას განახორციელებს, ძალიან მოიგებს. გარდა იმისა, რომ ხალხი სწორედ მის მომსახურებას მიანიჭებს უპირატესობას, საგადასახადოსთანაც მოაგვარებს პრობლემას, რადგან ფიქსირებულად და გამჭვირვალედ მოხდება თანხის ანაზღაურება და შესაბამისად დაბეგვრაც გაადვილდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.33 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ შეიძლება წარმატებით შეცვალონ ლიფტების მომსახურე კომპანიებმა მათი საქმიანობის მოდელი?”


  1. Anonymous
    on Sep 6th, 2009
    @ 09:57

    10 tetri genaneba bijo?! daizaxe qvemodan da gamogizaxeben!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება