რაც უფრო მაღალია თანამშრომლებზე წნეხი ორგანიზაციის საერთო მიზნის შესრულებაზე და ამის პარალელურად იგნორირებულია მათი პირადი მიზნები, მით უფრო ნაკლებია საერთო მიზნების წარმატებულად რეალიზების ალბათობა. ეს ალბათობა მაშინაც კლებულობს, როცა ორგანიზაციების მიზნებთან შედარებით, თანამშრომლების მოტივაცია და შესაძლებლობები პირადი ინტერესების გატარებაზე გადაჭარბებულია.
ახალი თაობის ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია, რომ პირადი და საერთო მიზნების კოჰაბიტაცია, ანუ “თანაცხოვრება”, რეგულირდებოდეს მართვის გონივრული ინსტრუმენტებით. მათ შორის გაჩენილმა დისბალანსმა დიდი შანსია, რომ კადრების გადინების ან გაშვების შემთხვევების მომრავლება გამოიწვიოს, ასევე, უხარისხო, უგულო და მერკანტილურ მუშაობას შეუწყოს ხელი და დაძაბულ უარყოფით სამუშაო გარემოში გადაიზარდოს.
მათ შორის ოქროს შუალედის მოძებნა, პერიოდულად, მოტივირების სისტემების გადახედვას გულისხმობს. ეს სისტემა კი თავის მხრივ მაქსიმალურად სამართლიანობაზე და ჯანსაღ სტიმულებზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც არც თანამშრომლების პირადი კარიერული ინტერესების დაკნინება მოხდება და არც ორგანიზაციული მიზნების რეალიზება დაკარგავს აქტუალობას.
წარმატებებს გისურვებთ ოქროს შუალედების ძებნაში.
ხო მართლა, გუშინ სინერჯი ჯგუფის წიგნაკებმა იხილეს დღის სინათლე და დღეიდან კოსტავას #25 Beermania-ში შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ. სულ მალე კი სხვა განსხვავებულ წერტილებშიც შეგეძლებათ გადააწყდეთ.