თქვენი როლი ორგანიზაციაში

ყველა ჩვენგანი გარკვეულ როლს, ფუქციას ვასრულებთ ორგანიზაციაში, თუმცა ხშირად გაუაზრებლად, რის გამოც გაცილებით ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე რეალურად შეგვიძლია, ვინაიდან ბევრ უმნიშვნელო საკითხს ვეხებით და ვხარჯავთ დროს.

თუ ჩვენს როლს უფრო ცხადად დავინახავთ და მუდმივად გვემახსოვრება ის, გაცილებით ეფექტურად დავგეგმავთ ჩვენს დროს, პრიორიტეტებსაც უფრო ცხადად გავანაწილებთ და ჩვენი ზრდაც უფრო მიზანმიმართული იქნება. საკუთარი როლის დანახვა შეიძლება არც ისე მარტივია, ამისათვის უპირველეს ყოვლისა, კომპანიის დანიშნულება უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად: რა ღირებულებას, რა სარგებელს ქმნის კომპანია თავისი მომხმარებლებისათვის და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ჩვენს საქმიანობას.

საინტერესო და ღირებული იქნება ამ თემაზე თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან და უბრალოდ გარშემომყოფებთან გასაუბრება, მათი შეხედულება თქვენს როლზე, ამით კიდევ უფრო მკაფიოდ და ცხადად დაინახავთ თქვენს დანიშნულებას კონკრეტულ ორგანიზაციაში. თუ მიზნად დაისახავთ, ეს როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ, სადმე გაიკრავთ ან დესკტოპზე დაიყენებთ, ხშირად შეახსენებთ საკუთარ თავს, დროის სიმცირისას ყოველთვის მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ უპირველეს ყოვლისა, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი და შედეგებიც გაცილებით ეფექტური და თვალსაჩინო იქნება. წარმატებებს გისურვებთ



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება