თუ თქვენ გრძნობთ, რომ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვან ამოცანაზე გინდათ გასცეთ დავალება, მაგრამ არ იცით ვის დაავალოთ, ან როდესაც ავალებთ, მაგრამ ისინი ამ დავალების შესასრულებლად ვერაფრით იცლიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სტრუქტურა აღარ შეესაბამება სტრატეგიას და მას სასწრაფოდ გადახედვა სჭირდება.
სტრატეგიის შესაბამის სტრუქტურაში არასდროს ან თითქმის არასდროს გაჩნდება კითხვა ვისი საქმეა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება;
არასდროს ან თითქმის არასდროს არ უნდა გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის ვერავინ იცლის;
მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოუყენებლობის, დაკარგვის განცდამ დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ;
იმის შეგრძნება არ უნდა გაწუხებდეთ, რომ სხვაგან უნდა მიდიოდეთ და სინამდვილეში ან დგახართ ერთ ადგილას, ან სულ სხვაგან მიდიხართ.
და თუ ეს აზრები მაინც გიტრიალებთ, ამ სახის დისკომფორტებს გრძნობთ და ფიქროთ როგორ მოიქცეთ, მაშინ თქვენ, უბრალოდ სტრუქტურა უნდა აიღოთ და იმაზე დაფიქრდეთ არის თუ არა ეს ის სტრუქტურა, რომელიც თქვენთვის სასურველ მიზნებთან მიგიყვანთ.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები” და იპოვეთ პასუხები მართვასთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.