არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ სიმძლავრეებზე არიან ორიენტირებულები: ქმნიან იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან, რისი უნარებიც აქვთ. ასეთ შემთხვევაში მართლაც დიდია შანსი იმისა, რომ შექმნა კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ სერვისი.
თუმცა, შეიძლება ორგანიზაციამ ასეთ შემთხვევაში დაიწყოს ისეთი რამის წარმოება და კეთება, რაც საერთოდ არ სჭირდებათ მომხმარებლებს, შესაბამისად აღმოჩნდება, რომ ძალისხმევა, რესურსები, ინვესტიციები სრულიად უაზროდ გაიფლანგა. იმისათვის, რომ მომხმარებლები დაარწმუნო შეიძინონ ეს პროდუქტი, კიდევ უფრო მეტი რესურსი, მარკეტინგული აქტივობები, დრო და ენერგია იქნება საჭირო და მაინც მინიმალური შანსია ამის მიღწევისა.
უფრო მეტი შანსია წარმატების, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ბაზარზე დაკვირვებით მიიღებს – აღმოაჩინოს, რეალურად რა სჭირდება და რა იქნება ღირებული მომხმარებლისათვის, შემდეგ კი ისწავლოს, როგორ შექმნას ეს: მუდმივად განივითაროს საჭირო უნარები, აიყვანოს შესაბამისი კადრები, გადააწყოს პროცესები და სტრუქტურა. სწორი ძალისხმევის დახარჯვით ამ მიმართულებით ორგანიზაცია შეძლებს შექმნას ის, რაც სურს მომხმარებელს. ჩვენც გირჩევთ, უფრო მეტი აქცენტი გააკეთოთ მომხმარებლების მოთხოვნებზე, ვიდრე იმაზე, რა შეუძლია ორგანიზაციას დღეს.
იკითხეთ ჩვენი წიგნები და უკვე წიგნაკები, რომლებიც დაგეხმარებათ, შექმნათ მომხმარებლებზე ორიენტირებული ორგანიზაცია.