კარგ და ჩვეულებრივ ორგანიზაციებს შორის განსხვავება

ჩვეულებრივ ორგანიზაციებში თუ ინიციატივების მთავარი ნაწილი ზემოდან მოდის და თავად მენეჯმენტის დიდი ძალისხმევისა და ნებისყოფის ხარჯზე ხორციელდება, კარგ ორგანიზაციებში მათ განხორციელებას მენეჯმენტისგან მხოლოდ სწორი გადარჩევა, აქტუალობის მიხედვით რანჟირება და ადეკვატური მხარდაჭერა სჭირდება.

ერთი შეხედვით ეს მცირე განსხვავება კი შედეგად იმას იძლევა, რომ კარგ ორგანიზაციებში ბევრად მეტი გადაწყვეტილებები მიიღება, ამასთან უკეთესიც და უფრო ადვილად და ხარისხიანადაცხორციელდება, ვიდრე ჩვეულებრივ ორგანიზაციებში.

ამას კი ის უზრუნველყოფს, რომ იდეები სწორედ მათგან მოდის, ვინც მერე ისინი ცხოვრებაში უნდა განახორციელოს. ამის გამო მათ მეტი მონდომებაც აქვთ, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობაც და უკეთაც ესმით, რა უნდა გააკეთონ, რა კონკრეტულ შედეგებს უნდა მიაღწიონ, რაც ასე ჭირს უმაღლესი მენეჯმენტიდან წამოსული წინადადებების, იდეების და ინიციატივების შემთხვევაში.

ასეთი კარგი ორგანიზაციის შექმნას კი მხოლოდ მენეჯმენტის სათანადო სურვილი და სრულიად განსხვავებული, ახლებური, სტრუქტურული მოწყობა სჭირდება. ისეთი, სადაც ადამიანებს ამოცანები აქვთ და არა ფუნქციები, სადაც ბევრი კოლეგიალური ორგანო მუშაობს და სადაც მენეჯერებს თავისუფლების სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებული ხარისხი აქვთ. თუმცა ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ….

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები” (2 990 771) და გააკეთეთ კარგი ორგანიზაციები ჩვეულებრივების ნაცვლად. ეს თქვენი კომპანიის ზრდასა და განვითარებასაც მეტად დააჩქარებს.

ამასთან, რაც დრო გადის, ასეთ ორგანიზაციად გადაქცევა სულ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი ხდება, ვინაიდან კონკურენცია გვაიძულებს, ვისწავლოთ მეტი გადაწყვეტილებების მიღება, ისეთების, რომლებიც კარგი ხარისხით და ბევრად სწრაფად განხორციელდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება