თუ როგორც შეიძლება ვაქიოთ დებულებები უფრო ქმედით ინსტრუმენტად, არის დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები ძალიან ხშირად ჩაიხედავენ, ზედმიწევნით შეეცდებიან მისი შემადგენელი კომპონენტების დაცვას. ამით, ერთგვარად, მთავარ საქმეზე თავიანთ ყოველდღიურ კონცენტრირებას გაიიოლებენ, არის ყოველკვარტალური ანგარიშგების სისტემის შემოღება. იქ ისინი, ზუსტად დებულების მიხედვით განსაზღვრული პუნქტების შესრულებაზე შეფასდებიან.
ძირითადად სებულების ფუნქციებიდან და პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ანგარიშის ფორმაში შესავსები ველები უნდა განვსაზღვროთ. მთავარი საკითხი, რომლის მიხედვითაც ანგარიშის წარმომდგენმა მის მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა შეავსოს, ძალიან კონკრეტული პუნქტი უნდა იყოს დებულებიდან.
სასურველია, ანგარიშის ფორმაში ჩანდეს, მოცემულ პერიოდში რა ამოცანების გადაჭრაზე მოუწია ანგარიშის შემვსებს მუშაობამ, რა იყო იმ პერიოდში ყველაზე პრიოტიტეტული და რა ნაკლებად.
რა ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი, მათგან რა ნაწილი განახორციელა, რა რატომ ვერ განახორციელა და რა დაუგეგმავი სამუშოების შესრულებამ მოუწია.
როცა საქმე რუტინული დავალებების შესრულებას ეხება, მაშინ რაოდენობრივი პარამეტრი უნდა შემოვიღოთ, რითიც შესრულებული სამუშაოების მოცულობას ასახავს. მაგ., კლიენტებთან განხორციელებული ზარების რაოდენობა, გაგზავნილი შეთავაზებების რაოდენობა, შევსებული ანკეტების რაოდენება, ჩატარებული გამოკითხვების რაოდენობა და ა.შ. ამას დებულებიდან გამომდინარე სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს.
ანგარიშის ფორმაში ასევე უნდა გამოვყოთ კომპანიისათვის საქმიანობის ფინანსური, ან სხვა ეფექტი. თუ ამ პოზიციის ადამიანის ამოცანა გაყიდვების გაზრდა, ზარალის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა ან სხვა ამის მსგავსია, მაშინ პირდაპირ ეს კომპონენტი შეიძლება იქნას აღებული (რამდენით გაზარდა თავისი პორტფელი, რამდენი პროცენტით–ით შემცირდა ზარალიანობა, რა მოცულობის ინვესტიციები მოიზიდა კომპანიისთვის..)
შევსებული ანგარიშის ფორმები წარმოდგენის შემდეგ აუცილებლად უნდა ფასდებოდეს, მაგალითად, დირექტორთა საბჭოს მიერ და გარკვეულ რეკომენდაციებსაც უნდა აძლევდეს წარმომდგენს, რა შეიძლება შეცვალოს უკეთესი შედეგების მისაღწევად.
ყოველკვირეული ანგარიშები ამ ანგარიშების შემვსებებს ასწავლის, რომ აკეთონ ზუსტად ის, რაც მათ პოზიციას ევალება, მათ მუშაობას ბევრად უფრო კონცენტრირებულს და მიზანმიმართულს გახდის და მენეჯმენტისთვის საინტერესო ბევრს ინფორმაციას – უფრო საჯაროს.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები (2 99 07 71–ზე) და აღმოაჩინეთ დროის და თქვენი რესურსების მართვის უკეთესი შესაძლებელობები.