ხელმძღვანელების აქტივობა შეხვედრებზე

ხელმძღვანელს შეუძლია შეხვედრებზე დაასტიმულიროს ბევრი საინტერესო იდეის გენერირება,მიაღწიოს აქტიურ მსჯელობას, საკუთარი აზრის გამოხატვას და ამით მოახდინოს გადაწყვეტილებების ეფექტიანობის ამაღლება, ან პირიქით – დათრგუნოს სხვები, გაუქროს საერთოდ რაიმეს თქმის (და მითუმეტეს რაიმე ახლის ან განსხვავებულის გამოთქმის) სურვილი.

მაინც, რა როლი ენიჭება ხელმძღვანელს შეხვედრებზე? რას და როგორ უნდა აკეთებდეს, რომ წაიყვანოს ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი კომიტეტები და საბჭოები? საკუთარი გამოცდილებიდან გვინდა ერთი მარტივი გადაწყვეტილება შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით:

პროდუქტიულია ის შეხვედრები, სადაც ხელმძღვანელი საკუთარ მოსაზრებას ბოლოს გამოთქვამს და მინიმალურ აქტივობას ავლენს. სამწუხაროდ, ხშირად პირველი, სწორედაც რომ უფროსი, იწყებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რომლის გავლენის ქვეშაც ავტომატურად ექცევიან სხვები. ზოგი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და აზრი არ აქვს რაიმეს თქმას, ზოგი ცდილობს ხელმძღვანელს ასიამოვნოს და იწონებს შემოთავაზებულ იდეას. საბოლოო ჯამში მარტივად მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც ხშირად შორს არის საუკეთესო გადაწყვეტილებისგან.

როცა ხელმძღვანელი ბოლოს საუბრობს, მანამდე კი სხვებს უსმენს, თანამშრომლები გაცილებით გაბედულები ხდებიან, უმეტესობა ცდილობს რამენაირად თავი გამოიჩინოს ასეთ შეხვედრაზე და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, სხვას შეეკამათოს, ან დაეთანხმოს. ასე ხელმძღვანელებიც ბევრ საინტერესო მოსაზრებას ისმენენ და ახალი გადაწყვეტილებები იბადება.

ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელს რეალური სურვილი უჩნდება მიიღოს კარგი ინსაითები, რჩევები, იდეები სხვა თანამშრომლებისაგან, არ ბლოკავს მათ მოსაზრებებს, აღიარებს მონდომებას და ირჩევს ობიექტურად საუკეთესო ალტერნატივას.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები, რომლებიც დაგეხმარებათ ბევრად ორგანიზებული და პროდუქტიული შეხვედრების ჩატარებაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება