თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ გააკეთე ის შენ თვითონ

ამ ცდუნებაზე, რომელზეც  მენეჯერების უმრავლესობა უარს ვერ ამბობს, ხშირ შემთხვევაში ამით აზიანებს საკუთარ თავსაც, თავის დაქვემდებარებულებსაც და აი, რატომ:

ეს არის დაკარგული შესაძლებლობა. ასეთი მუშაობით ჩვენს დაქვემდებარებულებში განვითარების, კომპეტენციების დაგროვების შესაძლებლობას ვკლავთ. არ ვენდობით მათ, შეცდომების დაშვების “უფლებას არ ვაძლევთ”. ამასთან,  ვერც ვერასდროს გავიგებთ კარგად რა შესაძლებლობებს ფლობენ ისინი და როგორ შეიძლება ამის განვითარება კიდევ უფრო მეტად.

მეორე დაკარგული შესაძლებლობაა, საქმე გამოსულიყო უკეთესად და უფრო კარგი შედეგებიც მიგვეღო, როცა მას სხვასთან კონსულტაციით, რჩევების მიღებით, სხვების დახმარებით გავაკეთებდით, მაგრამ ამ მიდგომით ასე არ მოვიქცევით.

P.S. საინტერესოა.. ეს ფრაზა ჯერ ბონაპარტეს აქვს ნათქვამი და მოგვიანებით კი, დაახლოებით იმავე ფორმულირებით, ტრამპსაც გაუზიარებია.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და წიგნაკები (2 99 07 71–ზე), გაუზიარეთ მათაც, ვისაც დიდ წარმატებებს უსურვებთ და გაიიოლეთ ეს გზა წარმატებისკენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება