წლის ბოლო სამუშაო დღე ყოველთვის განსაკუთრებით დატვირთულია, ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები, დასამთავრებელი, შესათანხმებელი. თუმცა ამ დიდ ორომტრიალში ის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოვასწროთ,არის ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად წლის შედეგების შეჯამება.
თუ ამ დღის განმავლობაში გამოვყოფდით თუნდაც 1 საათს, სადაც ჩვენს თანაგუნდელებთან გავიხსენებდით ყველა იმ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მოვლენას, რამაც აქამდე მოგვიყვანა და მომავალი წლის დასაწყებად მოგვამზადა, გუნდის საერთო განწყობას ავამაღლებდით და კმაყოფილების შეგრძნებასაც დავაბალანსებდით.
თუ თავად ვუძღვებით ამ შეხვედრას მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრის წვლილი მკაფიოდ გამოვკვეთოთ და მათი წილი დამსახურება ვაგრძნობინოთ საერთო შედეგებში. არც სუსტი მხარეები უნდა გამოგვრჩეს, მათი აღნიშვნა ძლიერ მხარეებთან ერთად იმისთვის გვჭირდება, რომ მომავალი წლისთვის მათ გაუმჯობესებაზე და შენარჩუნებაზე სწორი აქცენტები გავაკეთოთ.
ამ დღეს ჩატარებული შეხვედრის ძალა და ეფექტი განსაკუთრებულია. ამ დროს ყველა ერთნაირად გრძნობს გავლენას უკვე მიწურულ წელზე და ასევე უფრო დიდ გავლენის შესაძლებლობას მომავალ წელზე.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. 2013 წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახების, მეგობრების, თანამშრომლების, თანაგუნდელების, ორგანიზაციებისა და ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანი წელი.
მომავალ წლამდე