რისკების მართვა

ასეთ ცვალებადსა და ტრანსფორმირებად გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ უარყოფითი რისკების ეფექტური მართვა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი ვერ იქნება ცხადი და ნეიტრალიზებული, მაგრამ თუ ორგანიზაციაში იარსებებს რისკების მართვის მექანიზმი, რეალიზებული რისკებით გამოწვეული ზარალი გაცილებით მცირე იქნება.

ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი შეიძლება იყოს რისკების მართვის კომიტეტი, სადაც პერიოდულად იკრიბება მენეჯმენტი და:

1. ახდენს  რისკებს,გენერირებას.ეს ხელს შეუშლის სტრატეგიის განხორციელებას, გამოიწვევს ფინანსურ, რეპუტაციულ ზარალს და ა.შ. ;

2. ირჩევს იმ რისკებს, რომელთაგანაც საფრთხე ყველაზე დიდია (მოხდენის ალბათობისა და გამოწვეული ზარალის მიხედვით);

3. წყდება, თითოეულ შერჩეულ რისკთან მიმართებაში, რეაგირების გზა – რა კეთდება მისი თავიდან ასაცილებლად, ან ზიანის შესამცირებლად და მიეცემა გეგმის სახე;

4. განიხილება უკვე რეალიზებული რისკები და მათთან დაკავშირებით მიმართებაში მოქმედების სტრატეგია

თუ პოზიციაც გაჩნდება რისკების მართვის მიმართულებით, რომლის მთავარი შეფასების კრიტერიუმი იქნება წინასწარ განსაზღვრული რეალიზებული რისკების რაოდენობა, რისკების მართვა გაცილებით ეფექტიანი და შედეგიანი გახდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება