ორგანო, რომელიც, მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის შემთხვევაში, გენერალურ მენეჯმენტს ახორციელებს და რომლის მთავარი მიზანი ჰოლდინგის რესურსების რაციონალური და სამართლიანი განკარგვაა, მაშინ მუშაობს ეფექტურად, თუ მასში სწორ ამოცანებზე ცხადად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები არსებობენ. ეს ამოცანებია:
ჰოლდინგის რესურსების განაწილება სამართლიანად და რაციონალურად.
იმისათვის, რათა ჰოლდინგის თითოეულ წევრს საჭირო დროს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა – ფინანსური, რეპუტაციული, ინტელექტუალური თუ ტექნიკური კუთხით.
ჰოლდინგის რესურსების გაზრდის ხელშეწყობა.
იმისათვის, რათა არსებული ბიზნესი გაფართოებაზე, ან ახალი ბიზნეს–პროექტების განხორციელებაზე ზრუნვა იყოს მუდმივი პროცესი.
ჰოლდინგის რესურსების დაცვა და კონტროლი.
იმისათვის, რათა რესურსების ეფეტურად ხარჯვის კონტროლი ხდებოდეს, რისთვისაც სწორად აღრიცხვა და დაგეგმვა პირველი ნომრის ამოცანებია.
თუ ამ ამოცანებზე პასუხისმეგებლი პირები არიან გამოყოფილი მართვის სტრუქტურაში, არსებობს მათი რეგულარული შეხვედრის კოლეგიალური ფორმატი, ბევრად უფრო ეფექტურია ჰოლდინგის მართვა, მისი ზრდის ხელშეწყობა და კონტროლიც.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები, აგერ უკვე მე–5 წიგნიც, “მართვის ახალი გეომეტრია” 299 07 71–ზე, აღმოაჩინეთ უფრო ეფექტური მართვის საინტერესო მიგნებები და მიიღეთ სიამოვნება მიღწეული შედეგებიდან.