პირადი კაპიტალის დაგროვება

3 რამ არის, რის დაგროვებას და ზრდას აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალყური და მივისწრაფოდეთ მისი გაუმჯობესებისკენ, თუ გვინდა, რომ ერთ ადგილას არ  გავიყინოთ ცხოვრებაში.

ცოდნა, უნარები, გამოცდილება.

პერიოდულად (3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც) უნდა დავფიქრდეთ და შევაფასოთ ის ცოდნა, უნარები, გამოცდილება, რაც იმ პერიოდში კონკრეტულ ადგილას და პოზიციაზე ყოფნისას მივიღეთ, ის საქმე, რისი კეთებაც კარგად ვისწავლეთ და რაშიც დავსპეციალდით.

კავშირები.

მსგავსი პერიოდულობით უნდა შევაფასოთ ჩვენი სანაცნობო წრის გაფართოება – ის ადამიანები და მათი რაოდენობა, რომლებიც მოცემულ პერიოდში გავიცანით, შევიძინეთ, ურთიერთობა გავამყარეთ.

შემოსავლები.

ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ, ცოტა უფრო გრძელ პერიოდზე – როგორ შეიცვალა ამ დროში ჩვენი შემოსავლების დინამიკა, რამდენით გაგვეზარდა ან გაგვიუმჯობესდა ამ მხრივ პირობები.

ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა ეს და ისიც მირჩია, რომ სამივე მაჩვენებლის ცვლილება პერიოდულად უნდა აკონტროლო და როცა რომელიმეში ან რამდენიმეში შედეგები უარესდება, ან საერთოდ წინ ვერ მიდიხარ, დაუყოვნებლივ უნდა იღონო რამე და შეცვალო შენს ცხოვრებაში.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები, უკვე მე–5 წიგნიც, “მართვის ახალი გეომეტრია” 299 07 71–ზე და დააჩქარეთ განვითარება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება