შეცვლილი ან ახლად გაკეთებული სტრუქტურის ასამოქმედებლად მხოლოდ მისი დამტკიცება არ არის საკმარისი. სტრუქტურის ამოქმედება ისეთივე მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც თავად სტრუქტურის დამუშავება, რადგან სტრუქტურის დასანერგად დაგეგმილი მოქმედებების სისწორე დიდ წილად განაპირობებს ახალი/შეცვლილი სტრუქტურის წარმატებულ მუშაობას.
სინერჯის გამოცდილებით სტრუქტურის დასანერგად/ასამოქმედებლად:
- სასურველია შეიქმნას სტრუქტურის დანერგვის ჯგუფი, რომელიც სამუშაოების კოორდინაციას განახორციელებს
- მნიშვნელოვანია მოხდეს სტრუქტურის სწორი და დეტალური კომუნიკაცია თანამშრომლებთან
- აუცილებელია მომზადდეს სტრუქტურასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და დამტკიცდეს
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კოლეგიალური რგოლების ამოქმედებას
- ამოქმედების გეგმის და სამუშაოების (მათ შორის ახალ სტრუქტურასთან დანარჩენი საკითხების შესაბამისობაში მოყვანის) განხილვა უნდა მიმდინარეობდეს საჭირო ინტენსივობით
ამ თემაზე უფრო დეტალური სტატიის დაწერა გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ხშირად იკითხეთ სინერჯი ჯგუფის სტატიები, წიგნები, წიგნაკები, იქ სტრუქტურების და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ახალ (ან უკვე ნაცნობ მაგრამ დავიწყებულ) აღმოჩენებს გააკეთებთ.