ხელმძღვანელების ორი კატეგორია

ხელმძღვანელების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე მართებული პრინციპი მათ შორის არის დაყოფა ხელმძღვანელებად, რომლებიც ხვდებიან სტრუქტურის მნიშვნელობას და ისეთებად, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ მას.

პირველები მათი საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სტრუქტურის განვითარებას, გუნდის წევრების შერჩევას, მათ საქმიანობაზე დაკვირვებას, მათზე ამოცანების, პასუხისმგებლობების განაწილებას, მათ შეფასებასა და წახალისების უკეთესი გზების ძიებას უთმობენ. შედეგად ბევრად მეტს აღწევენ, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ იმას ცდილობენ, საუკეთესო გუნდი ჰყავდეთ და გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლობებიც მაქსიმალურად გამოიყენონ საერთო მიზნების მისაღწევად.

მეორე კატეგორიის მენეჯერები კი სტრუქტურის მშენებლობისთვის ვერასდროს იცლიან, ვინაიდან პირდაპირ საქმის კეთებაზე გადადიან და აღარც გუნდის განვითარებისთვის რჩებათ დრო, იმდენად ეფლობიან მიმდინარე საქმეებში. ყოველთვის რთული პრობლემებიდან ორგანიზაციის გამოყვანით არიან დაკავებულნი. ერთი საქმიდან მეორეზე ხტებიან, სპონტანურად მოქმედებენ. შედეგად, გრძელვადიან პერიოდში, ორგანიზაციის ღირებულებას ვერ ზრდიან და პირადად მათზე დამოკიდებულებასაც ვერ ამცირებენ. დრო გადის და ასეთი ხელმძღვანელები ვერ ახერხებენ ძლიერი, მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შექმნას, განვითარების დონით ორგანიზაცია წინ ვერ მიდის და მიღწეული შედეგებიც როგორც წესი, ძალიან მყიფეა.

არადა როგორი მარტივი წესია, სამ წელიწადში ერთხელ საფუძვლიანად გადახედო სტრუქტურას. წელიწადში ერთხელ კი ეცადო კოსმეტიკური ცვლილებებით მისი სიცოცხლე, სიახლე და აქტუალურობა შეინარჩუნო.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის ახალი (მეხუთე) წიგნი “მართვის ახალი გეომეტრია” მიიღეთ სიამოვნება და სარგებელი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების ძიებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება