პროცესებზე მორგებული სტრუქტურა და არა პირიქით

გავრცელებული პრაქტიკაა, შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, ხოლო ამის შემდგომ არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს მოერგოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები. ამ დროს ძალიან დიდი რისკებია, პროცესები იყოს არასრულყოფილი, გაუმართავი და ვერ ასრულებდეს საკუთარ დანიშნულებას სათანადოდ – ხან დროში გაიწელება, ან გადაწყვეტილებების ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი და ა.შ..

ამის მიზეზები კი არასწორად შედგენილ სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ:

  • პროცესი ისეთ ადგილას არის გახლეჩილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მაღალი ხარისხის კომუნიკაცია, ხოლო ისეთ რგოლებზეა გადანაწილებული, სადაც კომუნიკაცია ვერ ხერხდება ან ძალიან რთულია.
  • პროცესის ორი ან რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ბიჯი არის დაჯგუფებული ერთ რგოლში, რომელთა ერთად მოქცევა არ შეიძლება, რადგან კონფლიქტური ფუნქციებია და ერთად მოქცევის შემთხვევაში რომელიღაც კნინდება.
  • პროცესის რომელიმე მნიშვნელოვანი ბიჯია გამორჩენილი, რადგან არ არსებობდა სათანადო რგოლი ორგანიზაციაში მის შესასრულებლად.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესების გააზრება და მთავარი ალგორითმის დანახვა მოხდეს სტრუქტურის ჩამოყალიბებისას, რადგან გამოიკვეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი ბიჯები და გამოჩნდეს რგოლები, რომელიც უნდა არსებობდეს მათი სათანადოდ შესრულებისათვის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება