ყველაზე სწრაფად ორგანიზაციას სტრუქტურის ცვლილება ცვლის. ის, ფაქტიურად, ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლის მეორე დღიდან იწყებს განსხვავებულად აზროვნებას, მოქმედებას, ცხოვრებას. თანაც ეს ცვლილება ძალიან ბუნებრივად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე ხდება და იმდენად დიდი წარმატებები მოაქვს, რამდენადაც სწორადაც არის გაკეთებული და დანერგილი ახალი სტრუქტურა.
ბევრ ორგანიზაციაში გვქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდით ამ პროცესს. ცვლილება, მართლაც, ფაქტიურად მყისიერად ხდება და მით უფრო თვალსაჩინოა ეს ცვლილება, რაც უფრო განსხვავებულია ახალი სტრუქტურა ძველი სტრუქტურისაგან.
ორგანიზაციული მოწყობის ცვლილება ორგანიზაციისთვის, თავისთავად, ბევრი რაღაცის ცვლილებას იწვევს, იცვლება პროცესები, საქმის კეთების მიდგომა, ადამიანების ძალაუფლების ცვლილებაც მათ მოქმედებებში საკმაოდ მკვეთრ ცვლილებებს იწვევს. მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა, ახალი სტრუქტურის “ეშხში” შესვლასთან ერთად ხდება. თვეები და წელზე მეტიც სჭირდება, სტრუქტურა რომ მთელი პოტენციალით ამუშავდეს.
მაგრამ, მთავარი, რაც ყველაზე სწრაფად, ფაქტიურად მეორე დღიდან ცვლის ორგანიზაციას, ადამიანების პასუხისმგებლობის ცვლილებაა. როდესაც თანამშრომლები იაზრებენ, რა არის მათი ახალი როლი და დღეიდან რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მყისიერად იცვლებიან, განსხვავებული მოტივები უჩნდებათ, განსხვავებულად აზროვნებას და მოქმედებას იწყებენ. და როდესაც ეს ცვლილება ერთდროულად თანამშრომლების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით კი წამყვან პოზიციებზე ხდება, ეს ტრანსფორმაციას ძალიან თვალსაჩინოს ხდის.
მთავარია პასუხისმგებლობები ისე გადანაწილდეს, რომ ცვლილებები დადებითი ეფექტის მომტანი აღმოჩნდეს ორგანიზაციისთვის საბოლოოდ.
გამოვიდა სინერჯი ჯგუფის ახალი, მეხუთე წიგნი, “მართვის ახალი გეომეტრია” იკითხეთ (ნომერზე 2 990 771 და) და ეძებეთ გზები უფრო შედეგიანი შიდა ორგანიზაციული ცვლილებების მოსახდენად.