რეაქტიული და პროაქტიული სტრუქტურები

რეაქტიულია სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელი მართავს, პროაქტიული კი ისეთი სტრუქტურაა, რომელიც თვითონ მართავს ხელმძღვანელს.

რეაქტიული სტრუქტურები, ხელმძღვანელების ცვლილებასთან ერთად, თითქმის ავტომატურად იცვლებიან და ამის გარეშეც ხშირ-ხშირად განიცდიან ცვლილებებს. პროაქტიული სტრუქტურები კი მხოლოდ ორგანიზაციის დანიშნულების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში იცვლიან სახეს.

რეაქტიულ სტრუქტურებში ადამიანები შემსრულებლები არიან, პროაქტიულ სტრუქტურებში პროცესების, იდეების, სიახლეების ინიციატორები, ინოვატორები და საკუთარი წინადადებების განმახორციელებლებიც.

რეაქტიულ სტრუქტურებში მენეჯმენტი იდეებს აგენერირებს, დავალებებს გასცემს და ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ ქვეშევრდომებს ეს იდეები რამენაირად განახორციელებინოს. პროაქტიულ სტრუქტურებში ისინი თანამშრომლებს უსმენენ, მათგან წამოსულ იდეებს არჩევენ და საუკეთესოების განხორციელებისათვის საჭირო პირობებს ქმნიან.

რეაქტიული სტრუქტურები ადამიანებს ბევრად უფრო რეაქტიულს ხდის, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ხოლო პროაქტიული კი პირიქით, მათ ენერგიულს, აქტიურს და მოტივირებულს ხდის, მონდომებულს, ბოლომდე დაიხარჯონ და ორგანიზაციასთან ერთად მათაც საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.

 

იანვარი, 2013წ



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება