სტრუქტურების შეფასება

ორგანიზაციის შედეგიანობასა და ეფექტიანობაზე ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციული სტრუქტურები ახდენს, ვინაიდან ის განსაზღვრავს ინდივიდუალებისა და ჯგუფების ეფექტიანობასაც. ამის შეფასება კი სამი კომპონენტითაა შესაძლებელი:

1. სტრატეგიული მიზნების მიღწევა – რამდენად ახერხებს ორგანიზაცია, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რომელიც სტრატეგიის შედეგად ჩამოყალიბდა? რამდენად რეალობაში ტარდება სტრატეგია? თუ მუდმივად მიუღწეველი ხდება მიზნები, არ სრულდება სტრატეგია, მაშინ სტრუქტურაში პრობლემებია.

2. რესურსების ეფექტიანი გამოყენება – რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზაცია არსებულ რესურსებს მიზნების მიღწევისათვის, და რამდენად ავითარებს და ქმნის ახალ რესურსებს? თუ რესურსები უაზროდ იფლანგება და იხარჯება შედეგების გარეშე, არ ხდება ახალი რესურსების განვითარება, სტრუქტურა ვერ ასრულებს სათანადოდ თავის დანიშნულებას.

3.  გარემოში ცვლილებებზე დროული, ადეკვატური რეაგირება – რამდენად კარგად იყენებს ორგანიზაცია ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს? ან რამდენად სათანადოდ რეაგირებს წარმოქმნილ რისკებზე? თუ ბევრი შესაძლებლობა გამოყენებელია, თუ რისკები დიდ ზიანს აყენებს ორგანიზაციას, სტრუქტურა აუცილებლად საჭიროებს გადახედვას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება