ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები

თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს არაფორმალური გავლენის სფეროები. პასუხისმგებლობის რეალური განაწილებაც ბევრგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება ფორმალური სტრუქტურით გათვალისწინებულისაგან. არის ფუნქციები, რომლებიც დებულებების მიხედვით ევალება ერთს და სინამდვილეში კი აკეთებს მეორე. მოკლედ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება – ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად.

არაფორმალური სტრუქტურის წარმოქმნას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის, ავტორიტეტების არსებობა ორგანიზაციაში, სხვადასხვა ტიპის კავშირები ადამიანებს შორის, რომელიც ძალაუფლების განაწილებაზეც ახდენს გავლენას. თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი მაინც ფორმალურ სტრუქტურაში დაგვიანებით, ან არგანხორციელებული საჭირო ცვლილებებია.

როდესაც მენეჯმენტი, გარკვეული მიზეზების გამო, ერიდება ფორმალურ სტრუქტურაში საჭირო ცვლილებების განხორციელებას, საქმის რეალური მსვლელობა კი მას აიძულებს გადაანაწილოს პასუხისმგებლობები, ძალაუფლება, ფუნქციები, ისინი ამას ზეპირად, ერთჯერადი დავალებების ფორმით აკეთებენ და საბოლოო ჯამში ხელს უწყობენ ფორმალური სტრუქტურისაგან არსებითად განსხავავებული არაფორმალური სტრუქტურის წარმოქმნას. ამას კი ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგები მოყვება. კერძოდ:

ადამიანებისათვის ბუნდოვანი ხდება როლები, პასუხისმგებლობები, უფლება-მოვალეობების განაწილების ლოგიკა, კლებულობს მოტივაცია საშუალო რგოლის მენეჯმენტში, კლებულობს მომავალთან დაკავშირებული სიცხადე, მატულობს შიდა დაპირისპირებები მენეჯმენტის წევრებს შორის როგორც ფარული, ისე ღია. ყველაფერი კი საბოლოოდ ორგანიზაციის მოშლამდე, ადამიანების პროდუქტიულობის მკვეთრ შემცირებამდე და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებამდე მიდის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება