ნებისმიერი ორგანიზაცია თავის დანიშნულებას მაშინ ასრულებს, თუ მომხმარებლებზე ზრუნვა მთავარ ამოცანად აქვს გადაქცეული. რაც უფრო მცირდება ზრუნვის კომპონენტი მის საქმიანობაში, მით უფრო მცირდება ამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა , ან კიდევ მახინჯდება და უფასურდება მისი საქმიანობა.
ამ შედეგის მიღების საფრთხე მაშინაც არსებობს, როცა მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ პირველი პირის მონდომებაა და არა ორგანიზაციის მართვის კულტურა – თითოეული თანამშრომლის მიდგომა საქმისადმი. და ეს მაშინ, როცა თანამშრომლებს აქვთ ყველაზე მეტი შეხება მომხმარებლებთან.
ამიტომ ნებისმიერი სახის რესურსი იმისათვის,რათა გავზარდოთ ორგანიზაციაში მომხმარებლისადმი პასუხისმგებლობა, გავაძლიეროთ ზრუნვის კომპონენტი და გავხდეთ ჩვენივე მომხმარებლების კარგი “მოსამსახურეები”, მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მაქსიმიზაციაზე მიმართული ძალისხმევაა.