ოპტიმისტი და პესიმისტი ხელმძღვანელები

ძალიან რთულია ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობა, ვისაც ყოველი ახალი დღის დადგომის ეშინია, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უკან – უკან მიდის და რომ ხვალინდელი დღე ბევრად უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, მიუხედავად იმისა, თუ რას, რამდენს და როგორ გავაკეთებთ.

სამაგიეროდ, ბევრად ადვილი და ძალიან კომფორტულია მუშაობა ხელმძღვანელთან, ვინც ოპტიმიზმს ასხივებს, თვითონაც სჯერა და სხვებსაც არწმუნებს, რომ მომავლის შიში არ უნდა გვქონდეს, რომ თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, არ შევჩერდებით და არ ვიზარმაცებთ, ყველაფერი კარგად იქნება და ხვალინდელი დღე  უკეთესი იქნება დღევანდელზე.

თუ გვაქვს სურვილი, გუნდის წევრებმა ლიდერის მანდატი მოგვცენ, ალბათ, აჯობებს, ყოველთვის ვეცადოთ პოზიტიური განწყობა გვქონდეს, ჩვენც გვჯეროდეს და სხვებსაც ვარწმუნებდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ასე ადამიანები თვითონაც ოპტიმისტები გახდებიან, ნაკლებს ინერვიულებენ, უფრო მშვიდად იმუშავებენ, ბევრსაც და უკეთ გააკეთებენ და საერთოდ უფრო კმაყოფილებიც იქნებიან, ჩვენთან ერთად, გუნდში ყოფნით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება