რა შეიძლება გააკეთოს გარემოს დაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაამკვიდროს გარემოზე ზრუნვის კულტურა?

ალბათ, ძალიან ხშირად გინახავთ დამწვარი, დამტვრეული ნაგვის ურნები ან ურნებთან ახლოს ქუჩაში დაყრილი ნაგავი. რამოდენიმე დღის წინ ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლება საზოგადოება მიეჩვიოს თავის ქალაქზე ზრუნვას.
ვფიქრობთ, რომ ამას ხალხი უნდა მიეჩვიოს პატარაობიდანვე, რადგანაც, რაც არ უნდა ჯარიმები შემოიღო, ძნელია ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი გაადააჩვიო იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა.

ამ მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ორგანიზება უნდა გაუწიოს შაბათობის ღონისძიებებს და ყოველ შაბათს სხვადასხვა სკოლებიდან ბავშვები წაიყვანოს პარკებისა და სკვერების დასასუფთავებლად (ტერიტორიები უნდა შეირჩეს ისე, რომ არ იყოს ძალიან დაბინძურებული) ან ხეების დასარგავად. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ბავშვებისთვის სახალისო.

გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შემოიღოს სპეციალური “შაბათობის ნიშანი” და მისცეს ყველა ბავშვს, ვინც მონაწილოებას მიიღებს შაბათობაში (ეს შეიძლება იყოს ჩანთაზე დასამაგრებელი ლამაზი ემბლემა). უნდა მოხდეს ამ ნიშნის გაპიარება, რომ ბავშვებს ეამაყებოდეთ მისი ტარება.

ბავშვებისთვის უფრო სახალისო რომ გახდეს ასეთი ღონისძიებები, შეიძლება მათთვის საყვარელი მსახიობების (მაგ.: სერიალი “შუა ქალაქის” მსახიობები, შაბათის შოუს გმირები და ა.შ.), მომღერლების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების მოწვევა. ყოველი შაბათობის ბოლოს კი მათი ზოოპარკში ან ბომბორაზე გასეირნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა შეიძლება გააკეთოს გარემოს დაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაამკვიდროს გარემოზე ზრუნვის კულტურა?”


  1. lela gulishvili
    on Sep 23rd, 2009
    @ 11:47

    am problemaze didixania vpiqrob… proeqtic ki davcere oatarebistvis, tu rogor undagavatarot matshi es propaganda… magram am proeqts ganxorcieleba unda… shegvizlia shevqmnat multiplikaciuri personazebi, romlebic bavshvebshi zalian kargad mushaobs… chavatarot sxvadasxva aqcia-gonisziebebi bagebsa da sacxis klasebshi… mtavaria gamochndes dapinansebis cxaro… es proeqti martla sainteresoa… marto bavshvebshi ar iqnebian chartulebi da es aris kidev erti pliusi… sheizleba es aqcia studenturadac vaqciot… animatorebi aviyvanot teatraluri universitetis studentebidan… multiplikatiur personazze tenderi gamovacxadot samxatvro akademiashi… mtavaria gamochndes dainteresebuli piri, romelic dagvexmareba proeqtis ganxorcielebashi… tu vinme amit dainteresdebit momceret lela.gulishvili@mail.ru


  2. Eliso
    on Sep 25th, 2009
    @ 16:09

    Sabatobebi komunistebsac qondat, magarm ra xeiriii?! jarima aris kvelaze efeqturi saSualeba !
    aravis gauxardeba quchasi dagdebuli bananis kani tundac 10 laris fasad rom daujdes. jarima da kidev ertxel jarima, bolosdabolos fuli martavs samkaros !

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება