ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაციისათვის მნიშნელოვანი რაიმე პროცესის შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია გამორჩენილია სტრუქტურაში. ანუ არავინაა, ვინც კონკრეტულად ამ ფუნქციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს ამ პროცესში შეფერხებებს, მის არასწორ ან უსისტემო დინებას და, აქედან გამომდინარე, ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს.
იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა სტრუქტურის დიზაინერმა კარგად დაამუშაოს ყველაზე საკვანძო პროცესები. დეტალურად გაიაზროს როგორ უნდა ყიდდეს ორგანიზაცია, როგორ უნდა ავითარებდეს ასორტიმენტს, როგორ უნდა იყვანდეს და ავითარებდეს თანამშრომლებს, როგორ უნდა აკონტროლებდეს და აუმჯობესებდეს პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხს და ა.შ.
დეტალურად გააზრებული პროცესების არსებულ სტრუქტურასთან შედარება პირდაპირ ავლენს იმ ფუნქციონალურ ვაკუუმებს, რომლებიც ორგანიზაციაში არსებობს და რომლებიც საკვანძო პროცესებში შეფერხებებს იწვევს.
ამ ფუნქციების დამატება, კონკრეტული, ნაკლებად დატვირთული პოზიციებისთვის ან სტრუქტურებისთვის შეთავსება ძალიან მალე აუმჯობესებს პროცესების დინებას და ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტების წყარო ხდება.