ქვედანაყოფის გაუმართლებლად მაღალი სტატუსი

როდესაც სამსახურს ისეთ მაღალ სტატუსს ვანიჭებთ სტრუქტურაში, რომელიც მას არ სჭირდება, ამით მნიშვნელოვან პრობლემებს ვუქმნით თვით ამ ქვედანაყოფსაც და ყველას, ვისაც მასთან მუშაობა და ურთიერთობა უწევს.

როდესაც რომელიმე სამსახურს პირდაპირ ვუქვემდებარებთ ორგანიზაციის პირველ პირს მაშინ, როდესაც ძალიან არსებითი აუცილებლობა არ არის, ამით ხელს ვუწყობთ ბიუროკრატიის ზრდას ამ სამსახურის მხრიდან. მასთან საკითხების შეთანხმება ან მისი მომსახურების მიღება რთულდება ყველა დანარჩენი ქვედანაყოფისათვის. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ზედმეტი, არასაჭირო საკითხების შეთანხმების მიზნით იწყებს ხელმძღვანელის შეწუხებას, ის კი, თუ საკმარის დროს არ უთმობს ამ სამსახურს, ბევრი გადაწყვეტილების მიღება რთულდება და დროში ჭიანურდება.

აგრეთვე, ამ სამსახურზე იწყება მეტი ფულის, ყურადღებისა და დროის ხარჯვა მენეჯმენტის მხრიდან, რის გამოც, საბოლოო ჯამში, სამსახური გაუმართლებელ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებები კი, შესაბამისად, საჭიროზე ნაკლები ყურადღების ღირსი ხდება.

დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს, როდესაც სამსახურს ეკუთვნის დავუშვათ ჯგუფის სტატუსი და ჩვენ კი მას სამმართველოს ან დეპარტამენტის სტატუსს ვანიჭებთ. ამ შემთხვევაშიც მისი მიმართულებით გაუმართლებელი ყურადღებისა და რესურსების ხარჯვა იწყება, მისი ხელმძღვანელი კი ისეთი საკითხების “გაჭედვას” იწყებს, რომელიც მისი ქვედანაყოფის უშუალო მოვალოებას წარმოადგენს და რომლის ზედმეტი განხილვა და შეთანხმებაც არ არის საჭირო.

როდესაც სტრუქტურის დიზაინი კეთდება, საჭიროა დიზაინერებმა გაითვალისწინონ ერთის მხრივ არ დააკნინონ საჭიროზე მეტად ამათუიმ ქვედანაყოფის როლი და სტატუსი, მაგრამ მეორეს მხრივ არც ზედმეტი მნიშნელობა უნდა მიანიჭონ მათ, რათა ბიუროკრატია და ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები აიცილონ თავიდან.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება