რაც უფრო ცხადად ხედავენ თანამშრომლები მათ სამუშაოში არსებულ მომავალ კარიერას, მით უფრო დიდი მოტივაცია და შემართება აქვთ, უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე.
ძალიან ხშირად დასაქმებულთა უმეტესობა რუტინულად ასრულებს დავალებებს. მათ ნორმალური ხარისხით არ აქვთ წარმოდგენა მის მომავალზე – რა შემთხვევაში დაწინაურდება, რა შემთხვევაში გაეზრდება ხელფასი, რა უნდა გააკეთოს კარიერული წინსვლისათვის.
ხოლო, თუ თანამშრომელი ცხადად ხედავს რაღაც მიზანს, რომლის მიღწევა ნამდვილად შეუძლია კარგი მუშაობითა და მონდომებით, ხოლო ეს მიზანი არც ისე შორს არის, მისი მონდომება აუცილებლდ გაიზრდება. მან იცის, რომ მიზნის მიუღწევლობა უკვე წარუმატებლობას ნიშნავს, მიზნის არარსებობისას კი წარმატება საერთოდაც არ იზომება.
ამ გზას სხვა დიდი სარგებელიც აქვს – თანამშრომლებს ნაკლებად უჩნდებათ სხვაგან გადასვლის სურვილი. ისინი ფიქრობენ, რომ აქაც შეუძლიათ წინსვლა და ზრდა. ამიტომ, თუ გსურთ გაზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია და შეინარჩუნოთ ისინი, დაანახეთ მათ სამომავლო პერსპექტივები ამ ორგანიზაციაში. საბოლოოდ, ეს ყველანაირ საბონუსე სისტემაზე ეფექტიანი აღმოჩნდება.
ივლისი, 2013წ
წარმატებულ 2014-ს გისურვებთ!