როდესაც ვხვდებით, ორგანიზაცია ჩვენს ქვევით თანამშრომლების შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს ვერ იყენებს

ხშირად თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების დიდი ნაწილი ორგანიზაციისათვის გამოუყენებელი რჩება. როდესაც ამას მენეჯმენტიც ცხადად ვგრძნობთ და ვხვდებით, რომ ხარჯების დიდი ნაწილი ორგანიზაციაში უშედეგოდ იკარგება, ძირითადად ვწუხვართ და ვამბობთ, რომ თანამშრომლები არ გვივარგა. არადა, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი არა თანამშრომლები, არამედ არასწორი მართვა და გაუმართავი მართვის სისტემებია.

არასწორად განაწილებული როლები, ძალაუფლება და პასუხისმგებლობები განსაზღვრავს ძირითადად ადამიანების შესაძლებლობებისა და უნარების გამოყენების ხარისხს. თუ ადამიანს არ აბარია ამოცანა, არ აქვს მკაფიო ფუნქციები, ან მისი შესაბამისი ძალაუფლება, ის არასაკმარისად ეფექტიანი ხდება.

გაუმართავი ან არასწორად ჩამოყალიბებული მოტივაციის სისტემები, გაუგებარი სახელფასო სისტემა, რომელიც არ გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ, ანაზღაურების ზრდას რომ მივაღწიოთ ოდესღაც მაინც, არაეფექტური პრემირების სისტემა, ან მისი საერთოდ არარსებობა – ასევე ამცირებს ადამიანების შრომის ნაყოფიერებას.

ჩამოუყალიბებელი პროცედურები, განუსაზღვრელობა იმაში, თუ როგორ გავაკეთოთ ჩვენთვის დავალებული რთული საქმეები, ან როგორ შევასრულოთ დაკისრებული ამოცანები, ასევე ხდება ხშირად თანამშრომლების არაქმედითუნარიანობის მიზეზი.

ყველაზე ხშირად კი მათ არაპროდუქტიულობას უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მათი არასწორი მართვა იწვევს. თუ მან არ იცის, არ უნდა, ან არ შეუძლია სწორად იმუშაოს მის ქვეშევრდომებთან, ნებისმიერი მართვის სისტემა კარგავს თავის ეფექტს.

თუმცა, ამ ბოლო კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე ყოველთვის სჯობს პირველი საკითხები გამოსწორდეს, რის შემდეგაც ბევრად ადვილია დავინახოთ, თუ რეალურად რის გამო ვკარგავთ უქმად ამდენ რესურსს.

 

აგვისტო, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როდესაც ვხვდებით, ორგანიზაცია ჩვენს ქვევით თანამშრომლების შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს ვერ იყენებს”


  1. ზაზა
    on Aug 21st, 2017
    @ 11:04

    ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელზე. კადრების შერჩევა პირადად ან კომპეტენტული თანამშრომლის მიერ; მისთვის ფუნქციების განაწილება; ხელფასის ოდენობის განსაზღვრა; დავალებების განაწილება: მათი შესრულების კონტროლი და შეფასება; წახალისების სისტემის დანერგვა (ხელფასის მომატება, პრემია, დაწინაურება) მადლობის თქმა თუნდაც.
    სამწუხაროდ ხელმძღვანელთა 98 პროცენტი ეძებს ,,მონას,, მოახლეს” და ავიწყდება თვითონ არის უუნარო, უკულტურო, არა იშვიათად არაკომპეტენტური

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება