წრიული სტრუქტურების მთავარი განსხვავება

წრიული სტრუქტურების მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი ხაზოვანი სტრუქტურებისგან იმაშია, რომ მასში თითოეულ ადამიანს მხოლოდ ერთი, ძალიან კონკრეტული დავალება აქვს. მკაფიო ამოცანა, რომლის მიხედვითაც ფასდება და რომლის გადაწყვეტაზეც მას სრული უფლებამოსილება და თავისუფლება გააჩნია, იმ რესურსების ფარგლებში, რაც მენეჯმენტს უღირს, ამ კონკრეტულ ამოცანაზე დახარჯოს.

ისინი ვისაც, მკაფიო ამოცანა არ აქვთ, ბევრად უფრო ინერტულები, რეაქტიულები, ნაკლებად ინიციატივიანები არიან, ელოდებიან დავალებებს ზემოდან, ნაკლებად სწავლობენ და ვითარდებიან.

ხოლო ისინი, ვისაც რამდენიმე ამოცანა აქვთ დავალებული, იხლიჩებიან ამ ამოცანებს შორის, ზემოდან მითითების გარეშე უჭირთ გადაწყვიტონ ამ ამოცანებიდან რომელი რამდენად არის მნიშვნელოვანი.

ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი, ძალიან მკაფიო და ცხადი ამოცანა აქვთ, ბევრად უფრო სწრაფად ვითარდებიან, ბევრად უფრო ინიციატივიანები, პროაქტიულები არიან. მათი საქმიანობის შეფასებაც ბევრად ადვილია და წახალისებაც.

შესაბამისად, სტრუქტურები, სადაც თითოეულს თავისი კონკრეტული ამოცანა აქვს, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ, ტრანსფორმაციებიც ბევრად ადვილად მიმდინარეობს მასში. ასეთ სტრუქტურებზე გადასვლაც არ არის რთული.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც წრიულ სტრუქტურებს ახლავს, მათი დამუშავების სირთულეა. ძნელია სწორად განსაზღვრო რა ამოცანები უნდა გაანაწილო, რომელ ამოცანაზე პასუხისმგებელს რა სტატუსი უნდა მიანიჭო ორგანიზაციაში და რა გავლენა და ძალაუფლება მისცე იმისათვის, რათა ამოცანისათვის საჭირო რესურსების და მხარდაჭერის მოპოვება და სწორად განკარგვა მოახერხოს.

 

ოქტომბერი, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება