ხარისხის ამოცანის სტრუქტურული გადაწყვეტა

თითქმის ყველა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხარისხი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა. ამ ამოცანის გადაწყვეტას ვერ ახერხებენ სათანადოდ, თუ სტრუქტურულად არ მიენიჭა მას პრიორიტეტი და სისტემურად არ მოხდა მისი გადაჭრა.იმისათვის, რომ ხარისხის ამოცანა რეალურ ცხოვრებაში გახდეს პრიორიტეტული, ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურაში იყოს პასუხისმგებელი პირი შემდეგ ამოცანებზე:

  1. მიმდინარე ხარისხის უზრუნველყოფა – არსებული პროდუქტის უხარისხოდ წარმოებაზე ან კლიენტების უხარისხოდ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ერთი ადამიანი, და რაც შეიძლება მაღალ იერარქიულ საფეხურზე. თუ ყოველ დარღვევაზე ცალ-ცალკე ადამიანს დაუწყებს ყველა დევნას, ამოცანა გადაუჭრელი დარჩება, ხოლო თუ რომელიმე მაღალი დონის მენეჯერი იქნება ამაზე პასუხისმგებელი და ყველა შენიშვნას ის მიიღებს, მუდმივად ეცდება გამოასწოროს მდგომარეობა და დარღვევები აღარ განმეორდეს.
  2. ხარისხის კონტროლი – ორგანიზაციაში ერთ–ერთი მუდმივად უნდა ცდილობდეს ხარისხში დარღვევებისა და პრობლემების გამოვლენას. რაც უფრო მაღლა იქნება სტრუქტურულად ეს რგოლი, მით უფრო თამამად დააფიქსირებს წარმოქმნილ პრობლემებსა და ხარვეზებს.
  3. ხარისხის განვითარება – იმისათვის, რომ ხარისხის განვითარება მუდმივად მიმდინარეობდეს, კონტროლის მიერ გამოვლენილ დარღვევებს რეაგირება მოყვებოდეს, აუცილებელია ხარისხის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირის არსებობაც. ამასთან აუცილებელია, იგი არ იყოს ხარისხის კონტროლზე ან მიმდინარე ხარისხზე პასუხისმგებელი, რადგან ასეთ შემთხვევაში მუდმივად მეორეხარისხოვანი და არაპრიორიტეტული იქნება ეს საკითხი.

თუ ამ სამ ამოცანაზე ცხადი პასუხისმგებელი პირი არსებობს ორგანიზაციაში, ამოცანა აუცილებლად გადაიჭრება, ხოლო რაც უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურებზე არიან ეს პირები, მით უფრო წარმატებით გადაწყდება ხარისხის ამოცანა.

15 ოქტომბერი, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება