როდესაც ორგანიზაციაში რაიმე სახის პრობლემა ჩნდება, მიმართავენ ძალისხმევას: ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამუშავებენ სხვადასხვა მეთოდებსა და გზებს მის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ხშირად ეს ყველაფერი უშედეგოდ მთავრდება.
ამ წარუმატებლობის მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ პრობლემების გადაჭრა მსგავსი მეთოდით წერტილოვან ხასიათს ატარებს. ორგანიზაციებში პრობლემების დიდი ნაწილი ორგანიზაციული გაუმართაობისა და შეუსაბამობის შედეგია.ერთი პრობლემის ხელოვნური მოგვარება კი ვერ უზრუნველყოფს მის ძირეულ მოგვარებას და ახალი თავსატეხები ჩნდება.
სწორედ ამიტომ საჭირო ხდება ორგანიზაციული ცვლილებები და პრობლემების ძირეული აღმოფხვრა – რომლის შედეგადაც იცვლება სისტემა, ის ნაწილები, რომლებიც არასათანადოდ ფუნქციონირებდნენ და იწვევდნენ პრობლემებსა და ხარვეზებს მუშაობაში.
მსგავსი პრობლემის ყველაზე გავრცელებული მაგალითია კომუნიკაციის პრობლემა – ორგანიზაციის მასშტაბების ზრდასთან ერთად რთულდება კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებებს შორის, რომლებიც, მცირე ზომების შემთხვევაში, მარტივად ცვლიდნენ ინფორმაციას. ყველაზე მარტივი და არაეფექტური გზა ამ პრობლემის გადაწყვეტისა არის კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციის შემოტანა, რომელიც წარუმატებლად ხარჯავს უამრავ რესურსს ამის მოსაგვარებლად, როდესაც ერთადერთი გზა ხარვეზის აღმოფხვრისა არის ორგანიზაციული ცვლილებები და რესტრუქტურიზაცია.