ვის სჭირდება ცხადი სტრუქტურა ყველაზე მეტად

თითქმის ყველა ორგანიზაციაში არიან ისინი, ვინც ნებისმიერი სტრუქტურის პირობებში ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ ორგანიზაციისთვის. ასეთები, როგორც წესი  მაქსიმუმ 5-10%-ია.

ასევე ყველგან არიან ისეთები, ვისთვისაც სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ნებისმიერი დავალების შესრულებას ზუსტად იმ დონეზე ახერხებენ, საყვედური რომ არ მიიღონ და მითუმეტეს სამსახური არ დაკარგონ. ასეთები თანამშრომლების 15-20%-ია, როგორც წესი.

ყველა დანარჩენს, ანუ დაახლოებით, თანამშრომლების 70-80%-ს სჭირდება ზუსტად იცოდეს, რას ითხოვს მისგან მენეჯმენტი, რა ამოცანას უსახავენ და რა შედეგების მიღების შემთხვევაში შეფასდება მათი მუშაობა დადებითად. რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა კონკრეტულად და რა უფლებამოსილებები ენიჭებათ მათი როლის ხარისხიანი შესრულებისთვის.

რამდენადაც ზედმეტად არ უნდა ეჩვენებოდეს მენეჯმენტს სტრუქტურის ფორმირებაზე და დეტალიზაციაზე დახარჯული დრო, თანამშრომლების მინიმუმ ამ 70-80%–ის შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად ალბათ უღირს, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, დეტალური ანალიზი გააკეთოს, რამდენად ცხადი და პრიორიტეტების შესაბამისია სტრუქტურა, რამდენად იყენებს ის მათ უნარებს და შესაძლებლობებს ორგანიზაციის საკეთილდღეოდ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება