ბრენდის ამოცანა

ბრენდის განვითარება სულ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ხდება თანამედროვე ორგანიზაციებისათვის. ეს გამომდინარეობს კონკურენციის ზრდის, ასორტიმენტის მრავალფეროვნებისგან, სადაც აუცილებელია გამორჩევა რაიმე ნიშნით.

ამასთან ბრენდის ამოცანაც იცვლება, ვინაიდან ორგანიზაციის ბრენდი ყალიბდება არა იმით, თუ რას ეტყვის კომპანია მომხმარებლებს, რა ინფორმაციას გაავრცელებს, რა რეკლამებს გაუშვებს ტელევიზიაში, არამედ მომხმარებელთა გამოცდილებით ამ ბრენდთან ურთიერთობისას. იმით, თუ  – რა სახის მომსახურება მიიღო, რამდენად ხარისხიანი იყო პროდუქტი, რამდენად კმაყოფილია ამ ბრენდთან შეხებით, რამდენად დადებითი ემოციები და გამოცდილება მიიღო ამ ყველაფრით. მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას ერთმანეთში და ქმნიან საბოლოოდ ორგანიზაციის იმიჯს.

სწორედ ამიტომ, ბრენდის როლი იზრდება ხარისხის განვითარებასა და ხარისხის კონტროლში, რათა მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას  არსებულ პრობლემებზე, საფრთხეებზე, მომხმარებელთა საჩივრებზე, ისწრაფვოდეს მათ აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება