კადრების მართვისა და განვითარების ამოცანა

ყველა საშუალო და დიდ ორგანიზაციაში არის ადამიანური რესურსების მართვის პოზიცია ან სამსახური. ისინი უმეტესწილად მუშაობენ კადრების მიმდინარე ადმინისტრირებაზე, ვაკანსიების გამოცხადებასა და კადრების დაკომპლექტებაზე, წესების და სტანდარტების შემოღებაზე. მაინც რა უნდა იყოს ამ სამსახურის ფუნქცია და რა როლი უნდა გააჩნდეს მას ორგანიზაციულ განვითარებაში?

ზოგადად კადრების მართვის და განვითარების ამოცანა ძალიან ბევრი ორგანიზაციისათვის კრიტიკულ ქვეამოცანას მოიცავს:

  1. რეკრუტინგის სისტემის განვითარება – სხვადასხვა არხების, მეთოდების განვითარება ახალი და ადეკვატური კადრების მოძიებისათვის, შერჩევის ეტაპების მექანიზმების და სქემების დახვეწა და ა.შ..
  2. კადრების მოტივაცია – კმაყოფილების კვლევა, მათი პრობლემების მოგვარება, მათი ინტერესების დაცვა, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების ფორმირება ამ საკითხში ერთიანდება.
  3. კადრების განვითარება – თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და განვითარების ხელშეწყობა, ახალი თანამშრომლების სწრაფი ადაპტირების სტიმულირება მოიაზრება ამ ამოცანაში.
  4. ადმინისტრაციული საკითხების მართვა – ხელშეკრულებები, შვებულებები, კონტრაქტები და ა.შ..

საბოლოო ჯამში, სამსახური უნდა მიისწრაფოდეს, ორგანიზაციას ჰყავდეს პოზიციებთან რაც შეიძლება შესაბამისი პროდუქტიული კადრები.  როდესაც ყველა ეს ამოცანა ერთ ადამიანში ან ერთ მცირე სამსახურშია თავმოყრილი, შეუძლებელია მათი გადაჭრა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია უნდა ეცადოს, რამდენიმეს გადაუნაწილოს ამოცანები და დააკისროს პასუხისმგებლობა თავის საქმეში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიძვრება ადგილიდან ყველა საკითხი და საერთო სურათი გაუმჯობესდება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება