რაც უნდა კარგი სტრუქტურა გქონდეთ…

ის გამოუსადეგარი იქნება და ვერ შეძლებს შედეგების მაქსიმიზაციას, თუ არ დაიქოქა და არ ამოქმედდა. სტრუქტურების მთავარი მამოძრავებელი ძალა კი კოლეგიალური ორგანოებია. მათ დიდი როლი აკისრიათ სტრუქტურის დანერგვაში:

1. ის ავალდებულებს საბჭოებზე მონაწილე თანამშრომლებს, მუდმივად ჰქონდეთ იდეები, წინადადებები, ანგარიშები თავიანთი საქმიანობის შესახებ. როდესაც აქვთ ეს ვალდებულება, გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ დიდი აუდიტორიის წინაშე.

2. ის აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს – განსხვავებით სიტუაციისაგან, როდესაც ერთ ადამიანზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება და არავის ახსენდება მისი მნიშვნელობა. საბჭოზე თანამშრომლები “იძულებულები” არიან მიიღონ გადაწყვეტილებები, ვინაიდან საბჭოების ოქმები და გადაწყვეტილებები განიხილება დირექტორატზე.

3. აჩქარებს გადაწყვეტილებების აღსრულებას – ვინაიდან ყოველ ახალ შეხვედრაზე განიხილება წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირს აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს – რატომ ვერ შეასრულა ესა თუ ის საკითხი.

და რაც მთავარია, საბჭოებზე მენეჯმენტი ეცნობა თავის თანამშრომლებს, მათ შესაძლებლობებს, უნარებს და უკვე სამომავლოდ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს თუნდაც მათ დაწინაურებაზე, გადანაცვლებაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო უკეთ მოახერხებს მათი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.

26 ნოემბერი, 2013წ


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება