ცოცხალი და მკვდარი სტრუქტურები

ცოცხალია სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელის აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლია არა თუ უბრალოდ შეუფერხებლად იმუშაოს, არამედ განვითარდეს კიდეც. მკვდარი სტრუქტურები კი არათუ უბრალო ცვლილებას ვერ ახორციელებენ მენეჯმენტის მიერ დაღვრილი ოფლის გარეშე, არამედ, მიმდინარე ოპერაციულ საქმიანობაშიც კი, მათ აქტიურ ჩართულობას საჭიროებენ.

ცოცხალი სტრუქტურა თვითონ ეხმარება ხელმძღვანელს, ეუბნება მას რა უნდა გააკეთოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ უნდა იმოქმედოს, ვის და რომელ იდეას უნდა დაეხმაროს, თუ რომელ პროექტს გამოუცხადოს მხარდაჭერა და ა.შ.

მაშინ, როდესაც მკვდარი სტრუქტურა, როგორც სხეულის უფუნქციო, მკვდარი ნაწილი ამძიმებს მენეჯმენტს და არათუ თავის ფუნქციას არ ასრულებს, ან რამეში ეხმარება მას, არამედ იქით ითხოვს დამატებით ენერგიასა და რესურსებს.

იმისათვის, რომ სტრუქტურა ცოცხალი იყოს, მენეჯმენტის დიდი პირადი ძალისხმევის გარეშე, გამართულად მუშაობდეს და ვითარდებოდეს, საჭიროა, პირველ რიგში, რესურსები მასში პრიორიტეტული ამოცანებისკენ იყოს მიმართული. მისი მოწყობა ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებს სწორად უნდა ითვალისწინებდეს და ძალაუფლებასაც სწორად ანაწილებდეს.

თუ სტრუქტურა ჭკვიანურად, დაკვირვებით, ყველა მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინებით არ არის გაკეთებული, ის ძალიან ბევრ დროს და ფულს აკარგვინებს ორგანიზაციას, მისი უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს კი დიდი ნერვების ფასად უჯდება მუშაობის ყოველი დღე, სანამ, უბრალოდ, არ მიეჩვევა იმ აზრს, რომ ამ ორგანიზაციას მეტის კეთება არ შეუძლია.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება